17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატები ორშაბათიდან სამთავრობო პროგრამას თემატურ კომიტეტებში წარადგენენ

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია. ცვლილებაა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროში, რომლის ყოფილი ხელმძღვანელიც პარლამენტის წევრი გახდა. თეა წულუკიანს თავისივე მოადგილე ჩაანაცვლებს. გოჩა ლორთქიფანიძის და კიდევ 11 მინისტრობის კანდიდატურა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით პარლამენტს უკვე წარედგინა. 

"შემოტანილია მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო პროგრამა და შემადგენლობა, მოხდება ბიუროზე რიგითი სესიის დახურვა, დაინიშნება რიგგარეშე სესია, სადაც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება მოხდება. შემოტანილი შემადგენლობიდან ცვლილება არის მინიმალური, იცვლება მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ორშაბათიდან მინისტრობის კანდიდატები სამთავრობო პროგრამას თემატურ კომიტეტებში წარადგენენ. 

"გეგმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული და ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუსტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება. ცვლილებები არ არის დაგეგმილი და არც ამის საჭიროება არსებობს, მით უმეტეს, იმ რთულ ვითარებაში, რომელშიც ყველა უწყებამ თავი გამოიჩინა, როგორც კარგად ორგანიზებულმა სახელმწიფო ქვედანაყოფმა,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები