17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ლარის კურსის გამყარებაზე მთავარი პოზიტიური ზემოქმედება მომავლი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებას ექნება - ნათია თურნავა 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა   იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია. მათ შორის, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მინისტრი, ტურიზმის შეჩერებას ასახელებს. 

"პირველ რიგში, ჩვენ დაგვარტყა პანდემიამ იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემომტანი ინდუსტრიები ან შეჩერდა, ან ძალიან დაზარალდა. იცით, რომ ტურიზმი არის ესეთი ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელმაც 2019 წელს 3.3 მილიარდი დოლარის კონტრიბუცია დააგენერირა ჩვენს ფინანსურ ბაზარზე. პრაქტიკულად, წელს ამოვარდა ეს რესურსი. რაღაც პერიოდი იყო, როდესაც ექსპერტიც შეუძლებელი იყო, როგორც მსხვილი შემომტანი უცხოური ვალუტის. ბევრი სხვა ფაქტორიც ზემოქმედებდა ეკონომიკაზე და ბუნებრივია, რომ ეს არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ეროვნულ ვალუტაზე, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში და ჩვენს ირგვლივ სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებსაც იგივე პრობლემა შეექმნათ,“ - აცხადებს ნათია თურნავა.

კითხვაზე - შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს უფრო ეფექტურად ემუშავა, ნათია ამბობს, რომ ამ კრიზისის დროს, ეროვნულ ბაკთან საკმაოდ მყარი კოორდინაცია ჰქონდა მთავრობას. 

"მე ვფიქრობ, რომ თუკი ოდესმე ყოფილა კარგი კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნულ ბანკს შორის, ზუსტად 2020 წელი არის ამის კარგი მაგალითი. კრიზისის დროს ვლინდება კოორდინაციის სიკეთე და სწორედ ძალიან ეფექტური კოორდინაცია იყო. სწორედ ამ კოორდინაციის წყალობით, ძალიან ბევრი უარესი შედეგი იქნა აცილებულ თავიდან.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ლარის კურსზე და მის გამყარებაზე, პირველი და მთავარი პოზიტიური ზემოქმედება ექნება ეკონომიკის გაჯანსაღებას უკვე მომავალი წლიდან მოყოლებული.

ერთ-ერთი მთავარი შემომტანი ქვეყანაში უცხოური ვალუტის, რაც  დამაბალანსებელ როლს ითამაშებს, ეს არის და იქნება ექსპორტი. მიუხედავად პანდემიისა, ძალიან კარგი ტენდენციები გვაქვს ქართული წარმოების ექსპორტში,“ - განაცხადა"დღის კურიერში" ნათია თურნავამ.

 

დღის ამბები