17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ჩვენ გვაქვს გეგმები, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპონენტების მხრიდან ის ბრალდებები, თითქოს და ფოთის პორტის გაფართოვებაზე მთავრობამ აქტიური მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეცერებულიყო, უსაფუძვლოს უწოდებს.

ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი ვერ შედგა იმის გამო, რომ ინვესტორებმა დაფინანსების მობილიზება ვერ შეძლეს. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ სამომავლოდ, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარკვეული გეგმები არსებობს.

"ოპონენტების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს რა დალევს, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, წელს რომ გვქონოდა ჩვენ უკვე აქტიური ანაკლიის პორტი, როგორც ეს იყო თავის დროზე ჩაფიქრებული, მაგრამ რიგი მიზეზების გამო და იმის გამო, რომ ინვესტორმა ვერ შეძლო დაფინანსების მობილიზება და პრაქტიკულად, ეს პროექტი ვერ შედგა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სამომავლოდ, ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით გეგმები, ეს არის ხელახალი გადახედვა ამ ტექნიკური დასაბუთების, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების მოძიება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები