17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
პოლიტიკაში წასული ბიზნესი, ყოფილი ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტი - "კურიერის" ინფორმაციით, მალე შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ალიანსი გაჩნდეს

ახალი პოლიტიკური ძალის კონტურები, რაზეც გიგა ბოკერია ჯერ არ საუბრობს, შესაძლოა "ევროპულ საქართველოს", "ლელოსა" და გიორგი მარგველაშვილს შორის გამოიკვეთოს. "კურიერის" ინფორმაციით, კონსულტაციები მათ შორის უკვე დაწყებულია.

გადაიკვეთება თუ არა ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილების მქონე და პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი ლიდერების გზები - ამაზე გიგა ბოკერია "კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა პროდასავლური ოპოზიციური ძალების გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობს.

დღეს უფრო მეტი თქვეს "ლელოში", სადაც "ევროპული საქართველოს" წევრებსა და გიორგი მარგველაშვილთან სხვა ფორმატში პოლიტიკური თანამშრომლობა არ გამორიცხეს. პარტიაში ამბობენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში კოალიციებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სამომავლოდ, საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის საჭიროებასაც ხედავენ.

პარტიაში, რომელმაც 2020-ის არჩევნებზე პირველად მიიღო მონაწილება და ცესკოს მონაცემებით, 4 მანდატიც აიღო, მიიჩნევენ, რომ სწორედ "ლელო" უნდა იყოს ის ახალი ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემოც პარტიები გაერთიანდებიან.

პოლიტიკაში წასული ბიზნესი, ყოფილი ხელისუფლება და ყოფილი პრეზიდენტი - "კურიერის" ინფორმაციით, მალე, შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ალიანსი გაჩნდეს

დღის ამბები