17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
პრემიერი და 12 მინისტრი, რომელთაგანაც ახალი ჯერჯერობით მხოლოდ ერთია - პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უკვე შევიდა

მთავრობის ახალ შემადგენლობას მხოლოდ ერთი ახალი მინისტრი ჰყავს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში იუსტიციის მინისტრი პირველად შეიცვალა. უწყებას, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, გოჩა ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2013 წლიდან თეა წულუკიანის მოადგილე იყო. მანამდე ის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლადაც მუშაობდა, სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იქნება.

ოპოზიცია კოსმეტიკურ ცვლილებაზე საუბრობს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფები მიიჩნევენ, რომ გახარიას მთავრობა კრიზისებს ვერ მართავს.

გახარიას ხელმოწერით შესული შემადგენლობა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე გააცნო, სადაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენის განრიგიც გაიწერა. ნდობის გამოცხადების შემდეგ არაა გამორიცხული სტრუქტურულ ცვლილებებზე მუშაობაც დაიწყოს. 

"ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ - ასე ჰქვია სამთავრობო პროგრამას, რომელიც პარლამენტს დღის ბოლოს უკვე წარედგინა. ცნობილია პროგრამის ძირითადი ხაზი და საკვანძო მიმართულებები, რომელიც პანდემიას და მისგან გამოწვეულ საკითხებს, საგარეო პოლიტიკასა და მთავრობის ეკონომიკურ ხედვას აერთიანებს.

დღის ამბები