17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
სამწუხაროდ, ხელისუფლება სტაბილურობის დაცვის სულ უფრო პატარა ფანჯარას ტოვებს - გიორგი მარგველაშვილი 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციურობის დაცვაა, თუმცა  ხელისუფლება დაცვის შესაძლებლობის სულ უფრო პატარა "ფანჯარას" ტოვებს. - ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" განაცხადა. 

"სტაბილურობა ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მნიშვნელობის  და ღირებულების მქონე ფენომენია, განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში. რადგან ჩვენ ეგზისტენციალურად ძალიან საშიშ გარემოცვაში ვართ, რუსეთს ვგულისხმობ და მეორეს მხრივ კიდევ, კავკასიაში ახალი პოლიტიკური რეალობა კიდევ უფრო მეტ გამოწვევებს ქმნის საქართველოს წინაშე. და საერთოდ, გლობალური ვითარებაც, ვერ ვიტყვი, რომ სტაბილურობის განმაპირობებელი იყოს.

შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ვიტყვი, რომ მთავარია დავიცვათ სტაბილურობა, კონსტიტუციურობა, მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობის სულ უფრო პატარა ფანჯარას ტოვებს ხელისუფლება.

როდესაც ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც სულ რომ მოპარული არ იყოს, 52% მოქალაქეებს წარმომადგენლებისა და 100 % ოპოზიცის რომ გეუბნება, რომ შენთან არ ვისაუბრებ, შენ უნდა აღიარო, რომ არსებობს პრობლემა. მეორე, ამავე ფონზე, როდესაც შენ საუბრობ ისეთ ტოტალიტარულ ქმედებებზე, როგორიც არის პარტიების დასჯა, პარტიების გაუქმება, ეს თავისთავად, ტოვებს ძალიან ცოტა სივრცეს, იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საერთო სასაუბრო მაგიდა და ფორმატი. მე იმედი მაქვს, რომ ეს არის პოლიტიკური პრანჭიაობა ან ვაჭრობის ფორმა და რეალურად, თავში არ მოსდის არავის, რომ პარტიებს დაფინანსება გაუუქმონ ან დაიწყოს გაუქმება და პოლიტიკოსების დევნა. მაგრამ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ნიშნავს სასაუბრო სივრცის შევიწროებას. რა თქმა უნდა, როდესაც შენ სასაუბრო სივრცეს ავიწროებ, შენ ზრდი აგრესიას," - გნაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

დღის ამბები