"ლელოს" საქართველოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკების მაგიდაზე დადო წინადადება, რომელიც გულისხმობს, რომ არჩევნები, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება, სრულად პროპორციული იყოს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს, მმართველი გუნდისგან საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
"ლელოს" საქართველოს გენერალური მდივანი აკონკრეტებს, რომ წინადადება, რომელიც ქართული ოცნებიდან წამოვიდა, გულისხმობს, რომ დღეის შემდეგ, ნებისმიერ არჩევნები რომელიც ჩატარდება, იქნება სრულად პროპორციული, თუმცა არჩევნების ჩატარების თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.
"ეს წინადადება განიხილება "ქართულ ოცნებასთან" ერთად, დღეიდან ნებისმიერი არჩევნები რომ იყოს სრულად პროპორციული. ჩემი აზრით, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი, რომ დღეიდან არჩევნები იყოს სრულად პროპორციული. მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა შევთანხმდეთ ამ ნაწილზე და უნდა შევთანხმდეთ თარიღზე, როდის ჩატარდება ეს არჩევნები,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.