17 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
2020 წელს COVID-19-ის გამოწვევის მიუხედავად, აშშ-ის საელჩომ გააგრძელა საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ 2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ, როგორც დეგნანი ამბობს, პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდა.

"2020 წელს COVID-19-ის გამოწვევის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააგრძელა საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება მთელ რიგ სფეროებში.

ამერიკამ და საქართველომ ერთად იმუშავეს კეთილდღეობის მქონე, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ოჯახთან. უფრო კონკრეტულად შეერთებული მისიის პროფესიონალების თავგადადებული ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, ასევე, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებასა და ზრდაზე, რომელმაც უნდა შექმნას კარგი ახალი სამუშაო ადგილები და მოიტანოს უფრო მეტი ინვესტიციები, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები და დაეხმაროს პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროსა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბევრი პროგრამის მიღმა, რომელიც ახლახანს იყო ნახსენები, ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის ყველზე ძლიერი კავშირი ჩვენი ხალხია, ერთად ამ და სხვა მრავალი პროგრამის დახმარებით, ქართველები და ამერიკელები აშენებენ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ რეგიონისთვის. 2020 წელი რთული წელი იყო, მაგრამ მან წარმოაჩინა საუკეთესო საქართველოსა და შეერთებულ შტატებში- ჩვენ გავაძლიერეთ პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს ერთად,"- აღნიშნა კელი დეგნანმა

დღის ამბები