19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
პანდემიის გამო, მსოფლიოში საშობაოდ შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

პანდემიის გამო ავსტრია საშობაოდ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას გეგმავს. დაიხურება, ყველა ის სავაჭრო ცენტრი, რომელიც გასულ კვირას, მეორე კარანტინის გაუქმების ფონზე გაიხსნა. ბოლო 24 საათი ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც ვირუსით 31 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის დღესასწაულებში საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს.

ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ.

ახალი წლის ღამეს, მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ პოლონეთში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსის პირველ ტალღასთან შედარებით, ის ახალგაზრდებში, უფრო ხშირ შემთხვევაში იწვევს ავადმყოფობის მწვავე ფორმით მიმდინარეობას. კორონავირუსის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადეს გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიაშიც.

დღის ამბები