ჰააგის მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე გამოეხმაურა.
ანა დოლიძის თქმით, თუ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ჰააგის შეთავაზებას დათანხმდება, "ქართულ ოცნებას" მთავრობაში ახალი წევრის მოძიება მოუწევს.
ანა დოლიძისთვის შემაშფოთებელი ის აღმოჩნდა, რომ დეპუტატებმა ამ საკითხზე არცერთი შეკითხვა დასვეს. მისი შეფასებით, ეს ერთპარტიული პარლამენტის დემონსტრირება იყო.
"გოჩა ლორთქიფანიძე თან იუსტიციის მინისტრი და თან ჰააგის მოსამართლე ერთდროულად ვერ იქნება. ამასთან დაკავშირებით 90 დეპუტატიდან არც ერთმა კითხვა არ დასვა. თუკი ამას გოჩა ლორთქიფანიძე დათანხმდება, ბუნებრივია, "ქართულ ოცნებას" ახალი კანდიდატის ძებნა მოუწევს იუსტიციის მინისტრობის პოსტზე. აქ რომ იყოს დემოკრატია და პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, მთელი ეს დისკუსია მანამდე იქნებოდა," - აცხადებს ანა დოლიძე.