17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
როდესაც არჩევანის უფლება გაქვს წართმეული და პარლამენტში არ შედიხარ, გაქვს ქუჩაში დგომის და პროტესტის უფლება - ირმა ნადირაშვილი

პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ერთად, საქართველო პოლიტიკური კრიზისის დაძლევასაც ცდილობს.

მშვიდობიანი რევოლუცია, თუ შეთანხმება, - როგორ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში? - ხედვები განსხვავებულია.

კვლავ დღის წესრიგში რჩება მოლოდინი მეხუთე რაუნდისთვის, თუმცა, როდის გაიმართება დიალოგი, ისევ უცნობია.

ოპოზიციაში უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობენ, ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. 

გუშინდელ შეხვედრაზე ნიკა მელიამ ახსენა მშვიდობიანი რევოლუცია, რომლის განმარტებაც სოციალური ქსელის საშუალებით მოუწია, სადაც ახსენა, რომ მშვიდობიან რევოლუციაში ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება იგულისხმება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რევოლუცია და ძალადობრივი გზები არც კი განიხილება. 

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია გულისხმობს საპროტესტო აქციებს.

"ყველა თანხმდება, რომ როდესაც არჩევანის უფლება გაქ წართმეული და პარლამენტში არ შედიხარ გაქ ქუჩაში დგომის და პროტესტის უფლება,"-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნების" შეთავაზება იქნება მომდევნო პროპორციული არჩევნები ეს კარგი იქნება, თუმცა ფიქრია ჩიხრაძე ეჭვობს, რომ ოცნების შეთავაზება მსგავსი არ იქნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებების მაგიდაზე მკვეთრად გაავლო წითელი ხაზები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა შანსები მოლაპარაკებების გონივრულად დასრულების.

დღის ამბები