17 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
"საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს" - პრეზიდენტი გოჩა ლორთქიფანიძეზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევას "ტვიტერის“ საშუალებით ეხმაურება.

„საქართველო ამაყია, რომ მისი კანდიდატი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს“,- აცხადებს პრეზიდენტი.

ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობა მიულოცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც - დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა ქვეყნის გამარჯვებაა.

დღის ამბები