17 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
მისალოცი ამბავია პირადად ბატონი გოჩასთვის და მთელი ქვეყნისთვის - მიხეილ სარჯველაძე გოჩა ლორთქიფანიძეზე

გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის წევრობაზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. 

"ეს არ ნიშნავს 2 პოზიციაზე ყოფნას, ნიშნავს იმას, რომ აირჩა პიროვნება ანუ, მან კონკურსის პირველი ეტაპი გაიარა და რაც შეეხება მის დანიშვნას, ეს მომავალშია მოსალოდნელი. მისი არჩევა მართლაც მისალოცი ამბავია პირადად ბატონი გოჩასთვის და მთელი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ერთგვარ აღიარებას იმ თვალსაზრისით, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი დაიკავებს ამ საპატიო თანამდებობას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

პირველად ისტორიაში, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. 

დღის ამბები