17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, მის მიერ დაანონსებულ პროცესებს გამოეხმაურა და ოპოზიციის მიერ ნათქვამი სიტყვა რევოლუციის განმარტება გააკეთა.

როგორც მან დაწერა, ქართულმა ოცნებამ ხალხს წაართვა არჩევანის უფლება, ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი.

"ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება - მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები - ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი მანიფესტაციაც და აქციაც არის ფუნდამენტური უფლება და გამოხატვის ნაწილი. გავითვალისწინოთ რომ რეჟიმმა ხალხს წაართვა არჩევანის უფლება ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი,"- წერს ნიკა მელია. 

დღის ამბები