17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
ვინ ხურავს შეთანხმების კარს - ევროკავშირის ელჩი დღეს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოლიტიკურ სვლებს გამოეხმაურა

ოპოზიციური პარტიების მიერ სადეპუტატო მანდატების შეჩერებაზე განაცხადების შევსება და "ქართული ოცნების" ინიციატივა პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე, კარლ ჰარცელის აზრით ის საკითხებია, რაც მოლაპარაკებების პროცესში ჩართული მხარეების პოზიციებს ერთმანეთისგან აშორებს.

დიპლომატის განცხადების შემდეგ პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან ევროკავშირის ელჩის კომენტარის იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც მართველი გუნდის ინიციატივებზეა საუბარი. 

პარტიებში, რომელთა წევრებს სადეპუტატო მანდატების შეჩერებაზე პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავთ, დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

"ქართული ოცნებაში" კი, სადაც დიპლომატის მოსაზრებებს იზიარებენ, იმედოვნებენ, რომ დაფინანსებისა და რეგისტრაციის მოხსნის ინიციატივების რაციონალურობაში ელჩის დარწმუნებას შეძლებენ.

ფასილიტატორი ელჩის განცხადებით, პოლიტიკური ვითარება სერიოზულია, თუმცა შეთანხმების მიღწევა - შესაძლებელი.

დღის ამბები