26 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
დაზარალებულის სტატუსის მქონე მოქალაქეები საგამოძიებო მასალებს სახლში გაეცნობიან - საკონსტიტუციო სასამართლომ გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა.

რაც იმას ნიშნავს, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად, ყველა მოქალაქეს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს შეეძლება, საგამოძიებო მასალებს სრულად სახლში გაეცნოს და არამხოლოდ, პროკურატურაში, მორიგე პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის ავტორის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმეც გამოძიებაშია.

დღის ამბები