17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა.
როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2022 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა.

ასევე გამოყოფილია 44. 8 მილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველო სამოქალაქო მისიაა და იგი 2008 წლის სექტემბერში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდგომ განთავსდა.
მის მიზანს წარმოადგენს კონფლიქტის მხარეებს შორის სტაბილიზაცია, ნორმალიზება და ნდობის აღდგენა.
2020 წლის მარტიდან EUMM-ის ხელმძღვანელია ელჩი მარეკ შჩიგელი.

დღის ამბები