17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
იქნებ შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას შეეშვან, რადგან რევოლუცია, როგორც ტერმინი, ასევე მოვლენა, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. დავით ბერძენიშვილს წარმატებული არარევოლუციური ცვლილების მაგალითად 1990 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ კომუნისტებისთვის მოგებული არჩევნები მოჰყავს:

"რევოლუცია გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, არც ტერმინი და არც მოვლენა.

იქნებ, შევეშვათ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას.

19990 წ. აგვისტოში ზვიად გამსახურდიამ უზარმაზარი საპროტესტო აქციებით ნორმალური საარჩევნო სისტემა გამოღლიტა კომუნისტებს და მოუგო არჩევნები. არავის ამ ან სხვა პროცესისთვის რევოლუცია არ დაურქმევია. ეროვნული მოძრაობის ყველა ფლანგის ლექსიკონში რევოლუცია მხოლოდ ნეგატიური რამ იყო და იმიტომ," - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები