მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება. განცხადება დღეს "ქართულ ოცნებაში" გაკეთდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე პროცესი საბოლოოდ შეთანხმების ტექსტით დასრულდება.
"შეთანხმების სივრცე არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა პარტიამ განაცხადა უკვე, რომ ისინი ემიჯნებიან ე.წ. რევოლუციურ და ძალადობრივ სცენარს, რაც ძალიან კარგია და დარჩა რეალურად ორი დესტრუქციული პარტია, რომელიც ამ ძალადობრივ სცენარს აანონსებს.
აქედან გამომდინარე, იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელსაც ქვეყანაში სურს მშვიდობა და სტაბილური განვითარება ქვეყნის, იმათთან შეთანხმების სივრცე, რა თქმა უნდა, არის და მე იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო რაუნდიც შეჯერებული შეთანხმების ტექსტიც დასრულდება," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.