კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი შტამის გამო ევროპის ქვეყნებმა გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, ამ დროისთვის კოვიდ 19-ის ახალი შტამი გამოვლინდა დანიაში, ავსტრალიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მილიონ შვიდასი ათასს გადააჭარბა.
ამ დროისთვის პანდემიური ვითარება განსაკუთრებით მძიმეა შეერთებულ შტატებში.
ვირუსოლოგები გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელს, მოქალაქეების მხრიდან რეგულაციების შეუსრულებლობით ხსნიან.
საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი გაბრიელ ატალი აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან ნებისმიერი სახის მიმოსვლა შეიზღუდება.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ გაერთიანებულ სამეფოსთან ნებისმიერი სახის მიმოსვლა. ჩვენ იქ ბევრი მოქალაქე გვყავს, მათ სურთ უკან დაბრუნება, რათა წლის ბოლოს ოჯახთან ერთად შეხვდნენ, თუმცა ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მოგვიწევს შევიმუშაოთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ტესტირებას, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებენ, ისინი საფრანგეთში დაბრუნებას,"-აღნიშნა გაბრიელ ატალიმ.
ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ჰუგო დე იონგი აღნიშნავს, რომ ნიდერლანდებმა გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას საფრთხის გამო ბანი დაადო.
"ნიდერლანდების მთავრობამ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლას ბანი დაადო, ახლა ვაპირებთ გამოვიჩინოთ სიფრთხილე და სხვა შეზღუდვებიც დავაწესოთ. ახალი ვირუსი როგორც ცნობილია უფრო მარტივად ვრცელდება, ჩვენ ეს არ გვსურს. ჯანდაცვის უწყებამ ახალი შტამით ინფიცირების ერთი შემთხვვევა უკვე დაადასტურა, მიმდინარეობს შემდგომი მოკვლევის პროცედურები,"-ა ღნიშნა ჰუგო დე იონგიმ.