17 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტში მივიდა - "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარეს კითხვები ეკონომიკის მინისტრთან აქვს

2 საათია პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს.

პარლამენტში პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი მივიდა, რომელსაც მთავრობის წევრებთან და ნათია თურნავასთან ჰესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"უკვე მესამოცე დღეა, ადამიანები კარვებში იყინებიან, რომ შეაჩერონ ეს უკანონო მშენებლობები. გამომდინარე იქიდან, რომ არც ნებართვები არსებობს ამ მშენებლობების. ეს ენგურზე ოდნავ მცირე ჰესია, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც იმერეთის რეგიონს, ასევე მთლიანად ტვიშის მიკროზონას. ზოგადად, ამ ჰესის მიზანშეწონილობა არის დაუდგენელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ენერგომოხმარების 10% მიდის ბიტკოინების წარმოებაზე. მინდა მინისტრ თურნავას და საქართველოს მთავრობის წევრებს მოვთხოვო ამ საკითხის საჯარო განხილვა მოაწყონ,"-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები