პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის მოსმენა აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების აქტივისტები საკანონდებლო ორგანოს შესასვლელთან დღესაც შეიკრიბნენ.
ისინი აცხადებენ, რომ ამ ფორმით არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ყოველდღიურ რეჟიმში გეგმავენ.
აქციაზე ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამისათვის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. აქტივისტებს ადგილზე სტიკერების გაკვრაც სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.