17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
როდის გაგრძელდება აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა გაფრთხილება მიიღეს

როდის გაგძელდება აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს. ისინი ისევ ითხოვენ მიწების დაკანონებასა და მშენებლობის ნებართვას თბილისის მერიიდან.

"მარტოხელა დედის სტატუსიც მაქვს, ეს არის ჩემი საცხოვრებელი, მეტი წასასვლელი არსად მაქვს, ჩემი სახსრებით ავაშენე, ბანკიდან ვალი გამოვიტანე და ბავშვს ვაკლებ ყველაფერს, ვალს ვიხდი, არაფრის იმედად არ ვარ. უკანონო მშენებლობაა, რა დროს დაინგრევა არ ვიცი...

სიტყვიერი გაფრთხილება მშენებლობის დროს მქონდა, ჯარიმები მქონდა 25 000-იანი და 50 000-იანი. ბრძანება არ მომსვლია იმ წუთას, მაგრამ ყოველ დღე აცხადებენ უკანონო მშენებლობას და უკანონოა ესეც," - აცხადებს ირმა ლოგიაშვილი.

დღის ამბები