17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
არავითარი პოლიტპატიმრები არ გვყავს, ის მუხლები, რომელზეც აქცენტი კეთდება, რეალურად რთული დანაშაულებია - მიხეილ სარჯველაძე ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციას პასუხობს

პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. დოკუმენტი დღეს ბიუროზე გავიდა, ამის შემდეგაც განხილვის პროცესი უკვე კომიტეტებში გადაინაცვლებს. კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ განხილვებში სხვადასხვა პროფესიული წრეების ჩართულობა აუცილებელია. არ არის გამორიცხული პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს კონსულტაციების შედეგად სხვა მუხლებიც დაემატოს. ამნისტია ასობით პატიმარს შეეხება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის განცხადებები პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და ამასთანავე ხაზს უსვამს იმას, რომ საბრალდებო მუხლები, რომელზეც ოპოზიცია აქცენტს აკეთებს რთული დანაშაულის კატეგორიებს მიეკუთვნება და შესაბამისად არ იქნებოდა გამართლებული რომ ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალში შესულიყო:

"შეთქმულების თეორიებს ეძებს ოპოზიცია ქვეტექსტებში, ვფიქრობ რომ ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და პირდაპირ ვიტყვი, რომ მტკნარი სიცრუეა. სწორი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინიციატივის განხორციელება და ძალიან კარგი იქნება თუკი პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს.

არავითარი პოლიტპატიმრები არ გვყავს ჩვენ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ის მუხლები, რომელზეც აქცენტი კეთდება, რეალურად არის რთული დანაშაულები, რეალურად ამ სირთულის გათვალისწინებით არ იქნებოდა გამართლებული რომ შესულიყო ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალში," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები