17 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
თბილისის მერია და დევნილთა სამინისტრო მზადაა, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის მეპატრონე ჩანგელიების ოჯახს თბილისში ბინა გადასცეს

თბილისის მერია და დევნილთა სამინისტრო, მზადაა აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობის მეპატრონე ჩანგელიების ოჯახს თბილისში ბინა გადასცეს.

საუბარია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი 2008 წელს გადაეცათ, თუმცა ზუგდიდში მდებარე ბინაზე მათ უარი თქვეს.

უკანონოდ მითვისებული ტერიტორიის სანაცვლოდ კი, ჩანგელიები ახალ ბინას უკვე დედაქალაქში მიიღებენ.

"დევნილთა სააგენტო მზაობას გამოთქვამს, ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს, თბილისში ან ოჯახისთვის მისაღებ ადგილას, ყველა სრულწლოვანმა წევრმა უნდა მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს ხელი, ამის შემდეგ კი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეცემათ კუთვნილი ბინა," - აცხადებს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი. 

დღის ამბები