"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, საქართველოს საგარეო უწყებას მიმართა, გაასაჯაროოს მიმოწერა ანკარასთან და მოსკოვთან, სადაც საუბარია ამიერკავკასიის გადანაწილების საკითხზე.
შალვა ნათელაშვილმა, ასევე, მიმართა ჯო ბაიდენს, ამერიკის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
"რუსეთმა და თურქეთმა, ტრადიციულად, დაიწყეს ამიერკავკასიის გადანაწილება, სადაც ჩვენ გვიკავია ცენტრალური ადგილი და რომლითაც გვთავაზობენ ე.წ ექვსეულის პლატფორმაში შესვლას.
საქართველოს საგარეო უწყებას ვთხოვ, გაასაჯაროოს ის მიმოწერა, რაც ანკარასთან და მოსკოვთან გააჩნია, ხოლო ბატონ ჯო ბაიდენს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მუშაობა, რადგან ეს დარჩა ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ააცილებს ამიერკავკასიას თურქეთიზაციასა და რუსიფიკაციას," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.