17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ფართო საჯარო მსჯელობის საფუძველი შეიქმნას - დავით სერგეენკო ამნისტიის კანონზე

პარლამენტი "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს. არ არის გამორიცხული პროექტში არსებულ 44 საბრალდებო მუხლს კონსულტაციების შედეგად სხვა მუხლებიც დაემატოს.

"ის რაც იქნა გაცხადებული ამნისტიის კანონის შესახებ ეს არის პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ფართო საჯარო მსჯელობის ფუნდამენტი და საფუძველი შეიქმნას, იმის შესახებ, რომ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებები არის, რომელიც გაჟღერდება, ასე ნამდვილად არ იქნება, ამაზე იქნება მართლაც ფართო მსჯელობა.

მსჯელობა ამას მოიცავს, რომ არა მზა შედეგი იქნას განხილული, არამედ თვითონ კონფიგურაცია, სტრუქტურა იქნას განხილული," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი დავით სერგეენკო

დღის ამბები