საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საგარეო უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა პროცესი წინ წავიდეს.
ზალკალიანის თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული.
"26-ე წელია, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტა. ორივე მიმართულებით, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთან 66 პროცენტი შეთანხმებულია. დარჩენილია დანარჩენი. პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს. იცით თქვენ, ბევრი რამ პოლიტიკურ ნებაზეც არის დამოკიდებული," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.