17 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
დავსვამთ შეკითხვებს, რომლებიც წესით ოპოზიციას უნდა დაესვა, მაგრამ არ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა - ბექა დავითულიანი

პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატები მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენენ, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებში მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს. კითხვა-პასუხის შემდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატებს საკუთარ ხედვებს უკვე ეკატერინე ტიკარაძე გააცნობს. პროგრამა მიხეილ ჩხენკელმა წარადგინა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, მათ შორის პოსტპანდემიურ ხანაში უწყებების კონკრეტულ ნაბიჯებსა და გრძელვადიან გეგმებზე. ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ დაისმევა ყველა შეკითხვა, რაც კი საზოგადოებაში არსებობს და ის შეკითხვებიც, რომლებიც წესით ოპოზიციას უნდა დაესვა.

"ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, მათ შორის, უახლოეს პოსტპანდემიურ ხანაში მათი უწყებების კონკრეტულ ნაბიჯებზე და ასევე გრძელვადიან გეგმებზე. დავუსვამთ მათ ყველა ტიპის შეკითხვას, მათ შორის ისეთ შეკითხვებს, რომლებიც წესით ოპოზიციას უნდა დაესვა, მაგრამ არ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომელიც ხალხმა მიანიჭა, არ შემობრძანდა და ამიტომ კონსტრუქციულ რეჟიმში თუ კი რაიმე კრიტიკული განწყობა არსებობს საზოგადოებაში კონკრეტული უწყებების მიმართ, ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე და ჩვენ დავსვამთ ამ კითხვებს," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, კითხვები საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი იქნება და ყველას ექნება საშუალება ამ კითხვა-პასუხებს მოუსმინოს.

"კითხვები ალბათ მთლიანად ამ საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი იქნება, რადგანაც დარგი თვითონ ყოველთვის აქტუალური იყო და განსაკუთრებით პანდემიის შემთხვევაში ასე აქტუალურია, ამიტომ ყველას ექნება საშუალება, რომ ამ კითხვებს და პასუხებს მოუსმინოს," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები