17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში სავაჭრო სექტორი მზად არის მოლებში რიგების გამყოფი ბარიერები დაამონტაჟონ და დაცვა გააძლიერონ

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული შეზღუდვები მხოლოდ უმნიშვნელოდ შემსუბუქდეს. მსხვილი სავაჭრო ცენტრები კი უკვე მზად არიან 24 დეკემბრიდან მოემსახურონ მომხმარებელს.

ბიზნესსექტორი ამბობს, რომ მოსამზადებლად რამდენიმე დღე სჭირდებათ, რათა სავაჭრო ცენტრებში მისვლა უსაფრთხო იყოს, ამიტომ მთავრობას სთხოვენ, რაც შეიძლება სწრაფად გააცნონ გადაწყვეტილება.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, საკუთარი ხედვები, თუ როგორ უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოება, საკოორდინაციო საბჭოს გააცნეს.

"მთავრობა ყველაზე დიდ რისკს ხედავდა არა თვითონ სავაჭრო სივრცეში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ შევთავაზეთ, რომ რიგების გამყოფებს გამოიყენებდნენ და გააძლიერებდნენ დაცვას, რათა რიგებში დისტანცია დაცული იყოს," - ამბობს Retail Group Georgia"-ს დირექტორი, რეზო მაღალაშვილი.

გლდანი მოლის წარმომადგენელი, თიკა კუხიანიძე იმ დეტალებზე საუბრობს, რომელის სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო საბჭოს შესთავაზა. 

"რამდენიმე დღე მაინც საჭიროა იმისთვის, რომ ობიექტები მოამზადო საახალწლო პერიოდის გახსნისთვის, მით უმეტეს როცა საუბარია დამატებით რეგულაციებზე და დამატებით მისაღებ ნორმებზე. უკვე დაგროვებულია გარკვეული მოთხოვნა პროდუქტზე და ამას ემატება ის, რომ წინასაახალწლო პერიოდია და ის რაც მანამდე შეიძლება იყოს არა აუცილებელი პროდუქტი, ხდება აუცილებელი.

ყოველ სავაჭრო ცენტრს ჰყავს მთავარი ნაკადის მიმზიდველი მაღაზიები. მათი მხრიდან იყო გაჟღერებული საკმაოდ ქმედითი იდეები, რაც გულისხმობდა იმას, რომ დღის პირველი ნახევრისკენ გადანაწილებულიყო საღამოს მოსაზღვავებელი ნაკადი,"- ამბობს თიკა კუხიანიძე. 

დღის ამბები