17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
"ლელომ" ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა

"ლელომ" ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა. როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში, "ლელომ" ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ხაზარაძის თქმით, პარტიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისას სერიოზული გაკვეთილი მიიღო.

"ჩვენ სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად და ვაგრძელებთ საკმაოდ სერიოზულად ჩვენი პარტიის მშენებლობას. მშენებლობას იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, ყველაზე მთავარი, პოსტსაბჭოთა ეპოქა დავამთავროთ, პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი ჩავაბაროთ წარსულს და სიყალბე, გაყალბება და ტყუილი ჩავაბაროთ წარსულს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები