4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს არასოდეს არ ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოსგან:
"უმნიშვნელოვანესია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სთან და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. NATO-სთან ჩვენს ურთიერთობას საუკეთესოდ წარმოაჩენს პრინციპი "მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში". საქართველოს არასოდეს არ ჰქონია ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა NATO-სგან. საქართველო, სხვა მიმართულებებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობს, რომ დააკმაყოფილოს NATO-ს წევრი ქვეყნებისათვის დაწესებული ფინანსური მოთხოვნები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.