17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
მოსაფიქრებელია რაღაც ტიპის გეგმა, რომ პოლიციელები დაცული იყვნენ პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციისგან - კახი კახიშვილი

დეპუტატები 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. საკუთარი პროგრამა "ქართული ოცნების" დეპუტატებს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შერიგებისა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატებმა წარუდგინეს. დეპუტატების კითხვები ძირითადად პოლიციელების მიმართ გახშირებულ კრიტიკას ეხებოდა.

"ქართული ოცნების" წევრის, კახი კახიშვილის თქმით, პოლიციელების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა კამპანიურ ხასიათს ატარებს, რაც პოლიციელებზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს.

"ვფიქრობ, მოსაფიქრებელია რაღაცა ტიპის გეგმა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კანონით დადგენილ ამოცანებს და იცავენ ქვეყანაში სიმშვიდეს, იყვნენ დაცული პოლიტიკური დარტყმებისგან და პროვოკაციული მოქმედებებისგან," - განაცხადა კახი კახიშვილმა.

პოლიციელების მიმართ გახშირებულ კრიტიკასა და მათი უფლებებისა და ღირსების დაცვაზე გააკეთა აქცენტი ირაკლი ქადაგიშვილმაც და აღნიშნა, რომ გარკვეული ღონისძიებები უნდა შემუშავდეს ამ მხრივ სამართალდამცავების დასაცავად.

დღის ამბები