17 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
მინისტრობის კანდიდატების მოსმენის მეორე დღე - პარლამენტმა დღეს ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინა

დღეს პარლამენტის 4 კომიტეტი ძალოვანი უწყებების მინისტრობის კანდიდატებს უსმენდა. შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შერიგებისა და იუსტიციის სამინისტროების მომავალი პირველი პირები "ქართული ოცნების" წინაშე მათ პრიორიტეტებზე, გეგმებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებზე საუბრობდნენ.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, კიდევ უფრო განამტკიცებს თავდაცვის სისტემასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამასთან, მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც მან დავით გარეჯის საკითხის მოგვარების კუთხით განახორციელა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტან გომელაურმა გამოსვლა მოქმედი სტატისტიკის გაცნობით დაიწყო. ამასთან, მან ზუგდიდის ცენტრში ბანკზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებულ კითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. 

შერიგებისა და თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ოკუპაციის თემაზე ისაუბრა. საუბარი განაგრძო რომელიც დღეს 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჰუმანიტარული კუთხით დახმარებას გაუწევს. 

პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა დღეს დასრულდა. მთავრობას პარლამენტი ხუთშაბათს დაამტკიცებს.

დღის ამბები