17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
გიგა ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლება პლებისციტს დათანხმდება და ხალხის ნება იქნება, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, ეს ნება ყველამ უნდა მიიღოს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია მეხუთე რაუნდამდე ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს.

როგორც ბოკერიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, პლებისციტის მოთხოვნა არის მაქსიმალური კომპრომისი, რაზეც კი შეიძლება ოპოზიცია წავიდეს.

"მეხუთე რაუნდამდე შეთავაზებული კომპრომისი არის, ვინაიდან ვერ ვთანხმდებით, დავსუვათ ეს კითხვა ჩვენს მოქალაქეებს. საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასთან ერთად, შევთანხმდეთ პლებისციტზე, სადაც დაისმევა კონკრეტული კითხვა ხალხისთვის - გსურთ თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდეს ხელახლა და ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ პასუხი ამ კითხვას. ეს არის მაქსიმალური კომპრომისი რაც კი შეიძლება იყოს. 

ჩვენ ჯერ შევთავაზეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ახლა ვთავაზობთ პლებისციტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ბუნებრივია სხვა ჩვენს მოთხვნებთან ერთად," - განაცხადა ბოკერიამ. 

წამყვანის კითხვაზე, თუ მმართველი პარტიიდან პლებისციტზე თანხმობა იქნება, ოპოზიცია შევა პარლამენტში?! - გიგა ბოკერია პასუხობს, რომ "თუ პლებისციტზე იქნება თანხმობა, თუ წესებზე იქნება თანხმობა და ხალხის ნება ამ პლებისციტში გამოვლინდა, რომ არ სურთ ახალი არჩევნები, მაშინ ეს ნება უნდა მიიღოს ყველამ. ეს უფრო ლოგიკური იქნება," - აღნიშნა ბოკერიამ.

დღის ამბები