26 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
1 დღე მოლების გახსნამდე - სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელთა უმეტესობა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

შეზღუდვის გამკაცრება და არა მოხსნა - ასე აფასებენ სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელები საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. მათი უმეტესობა მიღებული შედეგით უკმაყოფილოა და ამტკიცებს, რომ მთავრობამ მათი არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

მათი თქმით, შეუსრულებელი დარჩა მთავარი მოთხოვნაც, რომელიც სამუშაო საათების გახანგრძლივებას ეხებოდა.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები არ იქნა გაზიარებული. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ როგორც დღეებს, ასევე საათებს ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა და ვთხოვეთ, რომ გვიანობამდე, 11-ან 12 საათამდე გვემუშავა. ყველაფერი ეს დაკავშირებული იყო ორ თემასთან, პირველი - უკეთესად გვემართა ნაკადები, მეორე კი მეტი დრო გვქონდეს საქონლის რეალიზებისთვის," - განაცხადა "თბილისი ცენტრალის " დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა "კურიერთან" საუბრისას. 

დღის ამბები