პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც საუბარია სამთავრობო პროგრამაზე, მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერანაირი მიღწევა ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში არ იქნა მიღწეული რეალური შედეგები.
"ვერანაირი მიღწევა, იქნება ეს უსაფრთხოების, რეფორმების, თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ვერ იქნება საბოლოოდ შედეგიანი და ვერ მიგვიყვანს ჩვენ საბოლოო მიზნამდე, თუ ქვეყნის დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესში არ მივაღწიეთ რეალურ შედეგებს და თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესაბამისი დონე არ დავამკვიდრეთ ქვეყანაში. ეს ყველას კარგად გვესმის და ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე ამ თვალსაზრისით," - განაცხადა პრემიერმა.