17 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ერთი ადამიანის პარლამენტში შესვლა არაფერს არ გადაწყვეტს - ვახტანგ მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ერთი ადამიანის კონკრეტული გადაწყვეტილება საერთო პოლიტიკურ ლანდშაფტს ვერ შეცვლის.  მეგრელიშვილის თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია საერთო ოპოზიციურ მიდგომაზე.

"ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შეგვიძლია გავატაროთ იმ ფილტრის ქვეშ, რასაც "გირჩი" ამბობს. ანუ იქნება თუ არა ის პარლამენტი, რომელშიც ადამიანები ახლა შედიან. დღევანდელი გაგებით პარლამენტი არ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება ჩვენ შესაძლებლობა რომ მართლა დავუძახოთ ამ ორგანოს პარლამენტი, თუ მას გადაწვეტილების მიღების უნარი ექნება. ერთი ადამიანის, არათუ ერთი პარტიის იქ შესვლა არაფერს არ გადაწყვეტს, ვიდრე იქ არ შეგროვდება 113 ადამიანი სულ მცირე," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

დღის ამბები