17 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
მათი განზრახვა არასდროს არ ყოფილა რეალურად ბოიკოტის გამოცხადება - ლევან იოსელიანი "პატრიოტთა ალიანსის" წევრის გადაწყვეტილებაზე

პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას  გამოეხმაურა "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი.

იოსელიანის შეფასებით, პატრიოტთა ალიანსის განზრახვა ბოიკოტი არასდროს ყოფილა.

"ის, რომ პატრიოტთა ალიანსმა თავის დროზე არ ჩახსნა სიები ეს მიუთითებდა იმაზე, რომ უბრალოდ მანდატებზე უარის თქმა გამოიწვევდა იმ პროცესს, რა პროცესთანაც ახლა გვაქვს საქმე, უბრალოდ სხვა ადამიანები აიწევდნენ სიაში და ისინი შევიდოდნენ პარლამენტში და ასეც მოხდა რეალურად. მათი განზრახვა არასდროს არ ყოფილა რეალურად ბოიკოტის გამოცხადება ჩემი აზრით," - განაცხადა იოსელიანმა.

"კურიერის" ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.

ინფორმაციას "კურიერთან" თავად ენუქიძე ადასტურებს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ.

დღის ამბები