17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე

შალვა ნათელაშვილი ამჯერად თურქეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. "ლეიბორისტების" ლიდერის განცხადებით, მეზობელმა ქვეყანამ საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბანკის პლასტიკური ბარათები აღიარა და დაუშვა მსოფლიო საანგარიშსწორებო ქსელში, რაც არამეგობრული ნაბიჯია.

"ლეიბორისტული" პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე.

"თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსოურ-აფხაზური პლასტიკური ბარათები საკუთარი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა ის მსოფლიო საანგარიშსწორებო ქსელში. ეს არის მტრული, არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან იმ დროს, როდესაც საქართველოს ასე უჭირს და იმ დროს, როდესაც აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე დაწესებულია სრული საერთაშორისო ეკონომიკური ბლოკადა. მე კატეგორიულად მოვითხოვ, გამოიძახონ საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის საგანგებო ელჩი, აიკრძალოს თურქული ტვირთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები