"პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას, რომელიც უარს ამბობს მანდატის დათმობაზე და აპირებს საკუთარი თანაპარტიელებისგან დამოუკიდებლად, მარტო შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა.
ოპოზიციის შეფასებით, ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსის შესვლა პარლამენტში რეალურად არაფერს შეცვლის.
"კონკრეტულად, ნამდვილად არ ცვლის არაფერს, ანუ 1 შევა, 2 შევა, 3 შევა თუ 4... მთავარია, რომ ოპოზიციის მთავარი ძალები ვართ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაცია არ უნდა მივანიჭოთ პარლამენტს. ახლა ბატონი ენუქიძე შევა თუ არა, რა თქმა უნდა, პარლამენტს ამით ლეგიტიმაცია არ მიენიჭება," -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით კი, ცალკეული პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლა არ შეცვლის იმ საერთო სურათს, რომელის წინაშეც დღეს მმართველი გუნდი დგას.