17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ოპოზიციის ინტერესებშია, რომ შემოატრიალონ ეს ყველაფერი და წახალისებას დაარქვან შანტაჟი - ირაკლი კობახიძე პარტიების დაფინანსების კანონზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ცვლილებები, რომლის შეტანაც პარტიების დაფინანსების კანონპროექტში იგეგმება, რეალურად პარტიების წახალისებას ემსახურება, რომ მათ უარი თქვან საპარლამენტო საბოტაჟზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატების წახალისებას საპარლამენტო საბოტაჟზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ანუ წახალისება არის მიზანი. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ შემოატრიალონ ეს ყველაფერი და წახალისებას დაარქვან მუქარა და შანტაჟი, თუმცა რეალურად, აქ მიზანი არის წახალისება და ამას ემსახურება ჩვენს მიერ პირველი მოსმენით მიღებული პაკეტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეორე მოსმენამდე გეგმავენ, რომ  ცვლილებათა კანონპროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში ან ოდირში და სწორედ მათი პოზიციების გაცნობის შემდეგ დაბრუნდეს საკითხი განსახილველად.

კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში ცვლილებების თანახმად, იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან აღარ ექნებათ საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე ვეღარ ისარგებლებენ უფასო საეთერო დროით. ოპოზიცია უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს.

დღის ამბები