საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. ის საკუთარი განცხადებით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს.
"ლეიბორისტული პარტია", იდეა, საუკუნეები იარსებებს და მას აქვს არა 7%-იანი მხარდაჭერა, არამედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა იმ ხალხისა, ვისაც უნდა იცხოვროს დემოკრატიულ, სოციალურად თანასწორ, მხრებგაშლილ საქართველოში და ასეთია ჩვენი ხალხის უმრავლესობა და ამ იდეის მატარებელია "ლეიბორისტული პარტია".
ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ სხდომებზე არ უნდა იარო, მაგრამ დაფინანსება საპარლამენტო პიროვნებას და დეპუტატს ეკუთვნის. დღეს პარლამენტიდან გამოვედით, შესაბამისად, არც ხელფასი არ გვეკუთვნის,“ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.