17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც 7%-იანი რეიტინგი ექნება - თეა წულუკიანი შალვა ნათელაშვილზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "ლეიბორისტულ პარტიას" მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. 

"მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია, რომელიც, რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი. ეს ადამიანი, ძველ დროში, "ნაციონალები" რომ იყვნენ ხელისუფლებაში, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო, სინამდვილეში არ დაწერა წერილი, შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს და ამას ჰქვია "ლეიბორისტული პარტია", რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს,“ - აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები