"ლელო" ხელისუფლების კოვიდპოლიტიკას აკრიტიკებს. ანა ნაცვლიშვილი შეცდომებზე სუბრობს, რაც შეზღუდვების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
პარტია თვლის, რომ ხელისუფლების მიდგომები შერჩევითი და უსამართლოა.
"სწორედ იმიტომ, რომ ჯანდაცვის სექტორი ვერ იმართება სწორად, გამჭვირვალედ და ეფექტიანად, საჭირო გახდა ახალი შეზღუდვების შემოღება, რომელმაც კატასტროფული ზიანი მიაყენა საქართველოს ათასობით მოქალაქეს.
შეზღუდვების გარკვეული შემსუბუქება 24 დეკემბრიდან არ ეხება ძალიან ბევრ სხვა სექტორს, დიდ ბაზრობებს, გარემოვაჭრეებს,"-აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.