17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში შედის - "პატრიოტთა ალიანსის" სიის მე-4 ნომერი მანდატის დატოვებაზე უარს ამბობს

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში შედის - "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა. მან "კურიერთან" დაადასტურა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს.

მას შემდეგ, რაც ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დათმობაზე უარი თქვა, პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი პარტიაში არსებულ ორ ბანაკზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ალიანსის სიაში პოლიტიკურ აქტივთან ერთად ის ბიზნესმენებიც მოხვდნენ, ვინც მათ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა და ენუქიძე სწორედ ერთ-ერთი მათგანია. 

პარალელურად, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილისთვის ვადამდელი არჩევნების საკითხზე პლებისციტის ჩატარება "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად რჩება. თუმცა, გამონაკლისია "მოქალაქეები" და "გირჩი", რომელთა აზრითაც ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის რეფორმაა. 

60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი ჯერ კვლავ პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში რჩება. შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას მხარეები და რა იქნება ის საკითხები, რაც პოზიციებს დააახლოებს, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

დღის ამბები