17 ნოემბერი 2024,   15:04
ვრცლად
პირველად მე-10 მოწვევის პარლამენტში და მეორედ პრემიერობის კანდიდატის რანგში - დღეს პარლამენტი გიორგი გახარიას უსმენდა

დღეს პირველად, მე-10 მოწვევის პარლამენტში საქართველოს პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია მივიდა. მსმენელი მხოლოდ "ქართული ოცნება" იყო - ამჟამად ერთადერთი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში. ირგვლივ ოპოზიციის ყოფნა-არყოფნა პრემიერობის კანდიდატის ერთ-ერთი პირველი აქცენტი იყო.

გიორგი გახარიას უცვლელ მინისტრთა კაბინეტზე კითხვა ერთმა დეპუტატმა დაუსვა. ასევე, კითხვების ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას, ჯანდაცვის სფეროს, რუსულ საფრთხესა და სხვა საგარეო საკითხებს ეხებოდა.

პრემიერობის კანდიდატმა ქვეყნის გარედან დაინტერესებული და ქვეყნის შიგნით მომუშავე ბიზნესების მიმართ ცვლილებები დააანონსა.

სამთავრობო პორტფელების მიღების პროცესში ფრაქციის ფორმატში მოსმენა ბოლოს წინა ნაბიჯი იყო. ხვალ მთავრობის წევრობის კანდიდატები კიდევ ერთხელ ესტუმრებიან პარლამენტს, რის შემდეგაც ნდობის გამოცხადების პროცესი დასრულდება.

დღის ამბები