17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

მინისტრობის კანდიდატების რამდენიმედღიანი საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სესიაზე მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები იქნებიან და კანდიდატებს მხარს სავარაუდოდ ერთხმად დაუჭერენ.

დეპუტატების განცხადებით, მთავრობის მომავალი ოთხწლიანი გეგმა საკმაოდ მნიშვნელოვანია, სადაც ყურადღება ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებებზე, ასევე ეკონომიკასა და განათლებაზეა გამახვილებული.

"დღეს მთავრობის საკითხის განხილვა და დამტკიცება გვექნება სამოქმედო პროგრამასთან ერთად. პროგრამა არის ყველა მიმართულების მომცველი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საგარეო, უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. პარლამენტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, იგი არის არჩეული და პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, არის ლეგიტიმური,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები