პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ექცევიან ანტიდასავლური გავლენის ქვეშ. ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, გიორგი ხელაშვილი ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოსაზრებებით დაინტერესდა.
"ჩვენ გვიხდება ასიმეტრიული საფრთხეების პირობებში ცხოვრება და არსებობა როგორც სახელმწიფოს, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე ბირთვული ზესახელმწიფოა, რომელიც ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საფრთხეების ხასიათი სულ უფრო მეტად ხდება ჰიბრიდული და ტექნოლოგიური. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ოპოზიციის ქცევაც ძალიან კარგად მიუთითებს იმაზე, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება, მოულოდნელად პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და დაემუქროს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რომელიც არის ევროატლანტიკური იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ექცევიან ანტიდასავლური გავლენის ქვეშ.
როგორ წარმოგიდგენიათ ინსტიტუციურად ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართვა ამ სხვადასხვა კომპონენტებს შორის – კოორდინაციის საკითხი, კრიზისის მენეჯმენტის საკითხი როგორ იქნება დაყენებული," - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.