17 ნოემბერი 2024,   14:51
ვრცლად
ძირითადი ამოსავალი იქნება სწორი ბალანსი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას შორის - გიორგი გახარია საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ნორმალური ქვეყნისთვის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. 

მისი თქმით, 2021 და 2022 წელი ამ მიმართულებით აქტიური იქნება.

 "რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის და დარჩება ამ 4 წლის განმავლობაშიც. ძირითადი ამოსავალი აქ იქნება სწორი ბალანსი პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას შორის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ გპირდებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არსებული კომისია, რომელიც ფარავს ამ საკითხებს, უაღრესად აქტიური გახდება შემდეგი წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად არის დაწყებული და 2021 და 2022 წელი იქნება ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები